ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის მატჩში ნიდერლანდები 12:8 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შედეგად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან გოლები მარკო ელაჩამ (3), ანდრია ბითაძემ (2), ბორის ვაპენსკიმ (2), ხვიჩა ჯახაიამ (1), დუშან ვაშიჩმა (1), ნიკა შუშიაშვილმა (1), ფაბიო ბარალდიმ (1) და ვალიკო დადვანმა (1) გაიტანეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარე ნოკოლოზ შუბლაძე, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი და პენალტი მოიგერია.

6 სექტემბერს, მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რასაც ეს ბიჭები აკეთებენ , ამას თავდადება და ქვეყნის უზომო სიყვარული ჰქვია . წარმოუდგენელ შედეგს დებს ხალხი და ამაში ბიჭებთან ერთად ნიკოლეიშვილისა და რურუას უდიდესი თავდადებაა . ჩემთვის ყველანი გმირები ხართ გუშინდელი შეხვედრის მერე , თანაც რევანში აღებულია ჰოლანდიასთან . ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ხორვატებთან და შეიძლება კიდევ ერთი სენსაციაც მოხდეს .
ATP 16
08:58 05-09-2022
1
მართლა საოცრებებს აკეთებენ ეს ბიჭები ისტორია დაწერეს გუშინდელი განარჯვებით
Soso
10:51 05-09-2022
1

სიახლეები პოპულარული