საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 5:22 დამარცხდა.

მეტოქე თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდა, სწრაფ კონტრშეტევებს ახრორციელებდა და პირველი პერიოდი 5:0 მოიგო. მეორე მეოთხედში იტალიამ უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმი 11:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მათ 5 გოლი პენალტით გაიტანეს. ანგარიშიდან გამომდინარე, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ მოწინააღმდეგემ გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდიდან გოლები პიეშივაცმა (2), ვასიჩმა, ახვლედიანმა და ბითაძემ გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული გუნდი A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და შემდეგ მატჩს 6 იანვარს უნგრეთთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ,
ჯგუფიდან პირდაპირ მეოთხედფინალში ორი საუკეთესი გავა, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეორე დივიზიონის ჯგუფების ორ-ორ საუკეთესოს დაუპირისპირდებიან და დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხომ არ იცით, უნგრეთთან მატჩს აჩვენებენ სადმე?
დიმა
11:22 06-01-2024
0
მეშინოდა თამაშის დროს არ დამხვჩვალიყვნენ.
დავით 67
16:36 05-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული