გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე

AutoSharing Option
ესპანურ გრანადაში ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

ცოტნე მაჭავარიანის, ლევან ქადაგიძის და კაკო მოსულიშვილის სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა - 857 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მეორე შესარჩევ ეტაპზე, რომელიც, არსებითად, ნახევარფინალი იყო, ჩვენმა გუნდმა 557 ქულა დააგროვა და მესამეზე გავიდა. გასათვალისწინებელია, რომ პირველისგან განსხვავებით, რომელიც სამ-სამ სროლას ითვალისწინებდა, მეორე ორ-ორი სროლისგან შედგებოდა.

571-571 ქულით პირველ-მეორე ადგილები შვედეთმა და ესპანეთმა გაინაწილეს და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლებაც მათ მოიპოვეს, საქართველოს ნაკრებს კი მესამე ადგილისთვის დიდ ბრიტანეთთან მოუწია
შეხვედრა. ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად - 16:6 გაიმარჯვა.

ჩემპიონი შვედეთი გახდა, რომელმაც ესპანეთი 16:10 დაამარცხა.

ერთი დღით ადრე ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, კაკო მოსულიშვილთან ერთად, შერეულ წყვილებში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო!გილოცავთ!
სოსო
11:45 26-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული