თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

AutoSharing Option
ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს სოჭში რთული სამუშაო პირობები დახვდათ. როგორც გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან იუწყება, ჟურნალისტთა დასახლებაში სასტუმროს რემონტი დასრულებული არ არის და გაუმართავია ინტერნეტის მუშაობა.

"პირველი პრობლემა, რაც სასტუმროში შესახლების დროს დაგვხვდა, ის არის, რომ სასტუმროს შენობებს ჯერ კიდევ გარედან არემონტებდნენ. თურმე, შიგნითაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

სასტუმროს ნომერი, სადაც ჩვენამდე, როგორც ჩანს, ვიღაც ცხოვრობდა, საშინლად დაბინძურებული და არეული დაგვხვდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამართულად არ მუშაობს ინტერნეტი და გაზეთისთვის მასალის გადმოსაცემად დიდი
ძალისხმევა დამჭირდა", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებიან, ერთ დასახლებაში ცხოვრობენ და ყველას ერთნაირი პრობლემები აქვს.

ამასთან, "ლელოს" რედაქტორის თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე მყოფ ქართულ დელეგაციას განსაკუთრებული ყურადღებით ექცევიან, რასაც დელეგაციის წევრებიც ადასტურებენ.

"ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები იმყოფებიან, როგორც ჩვენმა ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, შედარებით კარგი პირობებია. საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით, პრობლემები არ აქვთ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, მათ აღნიშნეს, რომ ძალიან გულთბილი დამოკიდებულებაა ჩვენი დელეგაციისადმი, როგორც ოლიმპიურ სოფელში, ისე გარეთ", - განაცხადა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

წყარო: interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაჩეჩილაძეებს ჯიშადა აქვთ მოღალატეობა?
გოჩა
09 თებერვალი 2014 23:01
0
რა გეგონა ოკუპანტი წითელ ხალიჩებს დაგიგებდა ყველგან,მეტის ღირსები ხართ ღრუსებისგან.შენ სამშობლოს ნაწილს გართმევს და მანდა სტუმარ მასპინძლობას ელოდით.ბიძინას მონებო.
nano
09 თებერვალი 2014 03:28
0
აბა შენ იცი თენგიზ რუსებს როგორ ულივლივებ და კარგი და გულთბილი დახვედრას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სანაცვლოდ როგორ კარგად გააშუქებ!!!
200 წლის წინაც მიშამ ,,დაიწყო"??? და 1993 წელსაც არა?!!!
დაჯი
08 თებერვალი 2014 12:28
0
ნაგავი ნაგავია, გინდ შინ და გინ გარეთ...
Zura
07 თებერვალი 2014 21:21
0
მოღალატეები.
ნინო
07 თებერვალი 2014 18:45
0
მედლებზე გაყიდული სამშობლო.ხართ კი ამ მედლების ამღები?უვარგისები.მტერთან რისთვის ეახლეთ მონებო.
ნინო
07 თებერვალი 2014 18:44
0
მოღალატეებს კარგად დახვდებიან, აპა არაა!
sandro
07 თებერვალი 2014 18:16
0
გადასარევი და დიდად სასიამოვნო.
ნანა
07 თებერვალი 2014 16:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული