
როგორც იცით, სოჭში იმყოფება გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე, რომელიც ოლიმპიურ ამბებს სპორტული ეპიცენტრიდან გვაწვდის.
ტუალეტებისა და დაუმთავრებელი სარემონტო სამუშაოების ამბავი გეცოდინებათ; ამჯერად კი გვსურს, თქვენი ყურადღება აკრედიტაციაზე გავამახვილოთ.
თენგიზ გაჩეჩილაძის ჟურნალისტის აკრედიტაციაზე ორ, ინგლისურ და რუსულ ენებზე წერია წარმომადგენლობა და გვარ-სახელი.
გრაფაში, სადაც ჟურნალისტის სამუშაო ადგილი უნდა იყოს, ინგლისურად წერია: NEWSPAPER LELO, ხოლო დაბლა რუსულად უთარგმნიათ პირდაპირ: НЬЮСПЭЙПЭ ЛЭЛО.
ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]