ელენე გედევანიშვილმა სოჭში პირველად ივარჯიშა [PHOTO]

AutoSharing Option
ის მოულოდნელად გამოჩნდა ფიგურული ციგურაობის სამყაროში და მყუდროება დაურღვია იქაურ ბინადართ.

15 წლის ქართველმა გოგონამ 2006 წელს უფროსებში გადაინაცვლა და ევროპის პირველსავე ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. იმავე წელს ელენე გედევანიშვილი ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეათე იყო. მას შემდეგ წლებმა განვლო.

ქართველი მოციგურავე შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე იმაღლებდა ოსტატობას და გამორჩეული გრაციით ხიბლავდა ქომაგებსა თუ არბიტრებს. ამიტომაც ქართული ციგურაობის ისტორიაში, გედევანიშვილმა პირველმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედალი.

წლევანდელი კონტინენტის პირველობის მეათეადგილოსანი კანადაში ახალი მწვრთნელის, ბრაიან გისლეინის ხელმძღვანელობით, თავისი მესამე ოლიმპიური
თამაშებისთვის ემზადებოდა.

ორიოდე დღის წინ იგი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქს ეწვია და სოჭის ყინულზე პირველად ივარჯიშა.

ელენე 19 თებერვალს მოკლე, 20-ში კი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს. სოჭში გაზეთ "ლელოს" ფოტოკორესპონდენტმა თამუნა ყულუმბეგაშვილმა გედევანიშვილის პირველი ვარჯიშები გადაიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული