პირველი წრის ბოლოს ესპანელი მრბოლელი მარია დე ვილოტა გუნდის გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა და მძიმე ტრავმებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველთა თქმით, ბოლიდი დამუხრუჭების შემდეგ უცბად აჩქარდა. შეჯახება 40 მილი/საათში სიჩქარით მოძრაობისას მოხდა.
მრბოლელს სამაშველო სამსახურების დახმარება დასჭირდა.
მარია დე ვილოტას დაზიანებების სიმძიმის შესახებ ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ შიშობენ, რომ მას საკმაოდ საშიში ტრავმები აქვს