"აშკარად ჩანს, რომ წელს "ფერარიმ" შექმნა მანქანა, რომელსაც შეუძლია ტიტულის მოგება. ეს უკვე ის ძარა აღარ არის, რაც გასულ წელს იყო. მაშინ მხოლოდ ფერნანდო ალონსომ შეძლო მაღალი შედეგების ჩვენება, მაგრამ, ახლა, ფელიპე მასაც აღწევს წარმატებას - ბარსელონაში ის პოდიუმზე ავიდა.
"მერსედესი"? მათი მანქანა ძალიან სწრაფია კვალიფიკაციაში, მაგრამ გუნდი უნდა მიხვდეს, რომ ყველაზე
ფერნანდო ალონსოსგან განსხვავებით, ბრიატორეს მეორე ყოფილი კლიენტი მარკ უებერი ჯერჯერობით ვერ აღწევს მაღალ შედეგებს. მალაიზიაში გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ავსტრალიელი სეზონის ბოლოს დატოვებს ჩემპიონატს. მაგრამ იტალიელს მიაჩნია, რომ ჯერ ნაადრევია უებერის ჩამოწერა: "მარკს შეუძლია ბევრი მისცეს ფორმულა 1-ს, ის ცუდად არ გამოდის და ძალუძს სერიოზული მეტოქე იყოს მონაკოში, რადგან მას უყვარს ეს გრანპრი და ძალიან სწრაფია ამ ტრასაზე".
სპორტთან დაკავშირებული საკითხების გარდა, "რენოს" ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩემპიონატის ეკონომიკურ ასპექტებზეც ილაპარაკა: "დღეს, ფორმულა 1-ის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული ბიუჯეტის მქონე გუნდი მთლიანად ხარჯავს მის ხელთ არსებულ თანხას. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა იმაზე ნაკლები თანხის დახარჯვა, ვიდრე გაქვთ. თავის დროზე, მე რეგულარულად ვეწეოდი გუნდის დანახარჯების ანალიზს, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ბიუჯეტს ბოლომდე არ დავხარჯავდი".
"პირელი" დიდ ცირკს ტოვებს?
საბურავების მწარმოებელი კომპანიის "პირელის" სპორტული განყოფილების შეფმა პოლ ჰემბრიმ აღნიშნა, რომ კომპანიას უაზროდ ეჩვენება მომავალი სეზონისთვის ახალ საბურავებზე მუშაობის დაწყება. მისი სიტყვებით, ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხში სიცხადე ჯერაც არ შეუტანიათ.
"სექტემბერში ვაპირებდით მომავალი სეზონისთვის საბურავების ახალი კომპლექტის წარმოდგენას, - ამბობს ჰემბრი. – თუმცა მაისი გადის, მაგრამ სიცხადე 2014 წლის კონტრაქტთან დაკავშირებით არ არის. ასეთ სიტუაციაში აზრი არ აქვს მომავალი სეზონისთვის მუშაობის დაწყებას. შესაძლოა, "პირელის" ფორმულა 1-ის დატოვება მოუწიოს".
* * *
ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" მომავალი სეზონისთვის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტა – მან აირჩია კომპანია, რომლის ძრავებსაც 2014 წელს მოიხმარს.
როგორც Motorsport წერს, "უილიამსი" უარს ამბობს "რენოსთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რადგან არ მოსწონს ფრანგული კომპანიის მიერ დაწესებული მაღალი ფასები. მომავალი სეზონიდან, "უილიამსის" ბოლიდები "მერსედესის" ძრავებით აღიჭურვებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მონაკოს გრანპრის წინ: მონაკოს მაგია