ფერნანდო ალონსომ გოლი გაიტანა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონის, ტურინის "იუვენტუსის" სტადიონზე გაიმართა საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი. ორგანიზატორებმა 1.5 მილიონი ევროს შეგროვება მოახერხეს ინსტიტუტ Candiolo Institute-ისთვის, რომელიც კიბოს დაავადებების სფეროში კვლევებით არის დაკავებული.

41 ათასი მაყურებლის თვალწინ მოედანზე გავიდნენ გუნდები - Nazionale Italiana Cantanti და Team Campioni, რომელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ შოუბიზნესის ვარსკვლავები, სპორტსმენები, ჟურნალისტები... მათ შორის იყვნენ პილოტები - ფერნანდო ალონსო და ჯანკარლო ფიზიკელა.

შეხვედრა 9:9 დასრულდა. ერთ-ერთი გოლი პენალტით ალონსომ გაიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ის პილოტებმა ფეხბურთი წააგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული