მონაკოს გრანპრი დროს, "რედ ბულმა" და "ფერარიმ" ოფიციალური პროტესტი შეიტანეს "მერსედესის" მოქმედებაზე, რომელმაც საიდუმლოდ ჩაატარა 1000-კილომეტრიანი ტესტები "პირელისთან" ერთად. მაგრამ, როგორც ირკვევა, მსგავსი ტესტები სამი კვირით ადრე იტალიურ საჯინიბოსაც ჩაუტარებია.
"საერთაშორისო ფედერაციამ საბურავების ტესტებში მონაწილე "მერსედესსა" და "ფერარის" მიმართა ახსნა-განმარტების მისაღებად. ჩვენ ეს სადისციპლინო გამოძიებისა და სამართლებრივი წესების თანახმად გავაკეთეთ, - წერია ფედერაციის განცხადებაში. - ეს ნაბიჯი გადაიდგა მონაკოს გრანპრის მსაჯების ოქმისა და დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც
ასე რომ, სკანდალში "ფერარიც" აღმოჩნდა გარეული, თუმცა იტალიური საჯინიბო ირწმუნება, რომ ტესტებისას იყენებდა 2011 წლის მანქანას, რაც, მათი აზრით, ნებადართულია რეგლამენტის მიხედვით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: დიდ ცირკში ახალი სკანდალია