ვერდიქტი ასეთია: "მერსედესი" ჩამოაშორეს 2013 წლის სეზონში ახალგაზრდა პილოტთა ტესტებს, აგრეთვე საყვედური გამოუტანეს "პირელის" საბურავების ტესტებისას 2013 წლის ბოლიდის გამოყენების გამო.
ეს საკმაოდ მსუბუქი სასჯელია იმის გათვალისწინებით, რომ "მერსედესი" დამნაშავედ სცნეს მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევაში. საქმის განხილვამდე ყველა ელოდა, რომ უფრო სერიოზულ სანქციებს ექნებოდა ადგილი, თუნდაც, კონსტურქტორთა თასზე "მერსედესისთვის" ქულების ჩამორთმევას.
პარიზში, ავტოსპორტის ფედერაციის შტაბ-ბინაში საქმის შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, "მერსედესის" წარმომადგენელმა პოლ ჰარისმა
"მერსედესის" გარშემო სკანდალი მონაკოს გრანპრის დროს ატყდა. მაშინ, კვალიფიკაცია და რბოლა გერმანული საჯინიბოს პილოტმა ნიკო როსბერგმა მოიგო. გრანპრის დროს ცნობილი გახდა, რომ "მერსედესმა", რომელიც სეზონის მსვლელობისას დიდ პრობლემებს წააწყდა საბურავების ცვეთის მხრივ, მონაკოს ეტაპამდე ბარსელონაში ჩაატარა ტესტები, რისთვისაც 2013 წლის ბოლიდი გამოიყენა, რაც, კონკურენტთა აზრით, ეწინააღმდეგება წესებს. ამას მოჰყვა "რედ ბულისა" და "ფერარის" მხრიდან პროტესტი და ბოლოს, ტრიბუნალი, რომელმაც საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
ახალგაზრდა პილოტთა ტესტები 17-19 ივლისს, სილვერსტოუნის ტრასაზე გაიმართება. მასში "მერსედესის" მხრიდან მონაწილეობა უნდა მიეღო სემ ბიორდსა და დანიელ ჯანკადელას.
პირელი გაისადაც იქნება
ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღნიშნა, რომ უკვე შეათანხმა 2014 წლის სეზონისთვის ახალი კონტრაქტის დეტალები საბურავების მომწოდებელ კომპანია "პირელისთან. ბოლო დროს, იტალიური კომპანიის მუშაობის მიმართ სულ უფრო ბევრი პრეტენზია გაისმოდა, რის გამოც, გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ში მივიდოდა საბურავების მწარმოებელი ახალი კომპანია.
"ჩვენ გაგვაჩნია "პირელისთან" კონტრაქტი 2014 წლისთვის, - ამბობს ექლსტოუნი. – თუმცა იტალიურ კომპანიას ჯერ არ მიუღწევია შეთანხმებისთვის ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან".
უებერი: ჩემი ბედი ჩემს ხელშია
"რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა განაცხადა, რომ ავსტრიულ საჯინიბოში მისი მომავალი გამოსვლა პირადად მასზეა დამოკიდებული.
ჭორების თანახმად, მომავალ სეზონში სებასტიან ფეტელს შეიძლება მეწყვილე შეეცვალოს, თუმცა 36 წლის ავსტრალიელი ხიფათს ვერ გრძნობს.
"ინიციატივა მე მეკუთვნის, - ხსნის სიტუაციას უებერი. – და ეს ძალიან კარგია. ბუნებრივია, უნდა გავაგრძელოთ კარგი შედეგების ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დავკარგო პოზიციები და ჩემი ადგილი დაიკავოს სხვა პილოტმა, რომლის კანდიდატურა უფრო შეეფერება ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც "რედ ბულია".
მე მომიწევს რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არსად მეჩქარება. ძველებურად დრო არის საჭირო და მიმაჩნია, ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით".
მარკ უებერი "რედ ბულის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გასწრება "ლოტუსისა" და "ფერარის" საქმეა