გამოცემის ინფორმაციით, გუნდის ვალი ამ მომენტისთვის 120 მილიონ ევროს შეადგენს. პრობლემებმა თავის პიკს 2012 წლის ოქტომბერში მიაღწია, მაგრამ მაშინ "ლოტუსი" გაკოტრებას შარშანდელ ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილის სანაცვლოდ მიღებული საპრიზო თანხის წყალობით გადაურჩა.
ზამთარში, გუნდის მფლობელმა
ამასთან, გუნდს რაიკონენის ვალი დაუგროვდა - 18 მილიონი ევრო, რომელიც ფინელს 2012 წლის სეზონში გამოსვლისთვის ეკუთვნის. რაღაც მომენტში ფინელმა განაცხადა, რომ თუ ვალს არ გადაუხდიდნენ, ის ტესტებზე არ გამოჩნდებოდა, მაგრამ, ბოლო მომენტში, კიმის თანხის ნაწილი გადაუხადეს. რაიკონენმა ტესტებში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ჩემპიონატის სტარტზეც გავიდა, მაგრამ, როგორც ფორმულა 1-ის სამყაროში ირწმუნებიან, ფინელს დღემდე ერთი ევროც არ მიუღია და ამის გამო ბერნი ექლსტოუნთან დაიჩივლა.
ამასთან, "ლოტუსის" ხელმძღვანელობას თავისი გუნდის სხვა თანამშრომლების მიმართაც დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც ენსტოუნის ბაზაზე არც ისე სახარბიელო სიტუაცია სუფევს. "ლოტუსის" ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმს ელისონმა ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ახალი სამუშაოს ძიება, სხვა თანამშრომლები კი გაფიცვით იმუქრებოდნენ.
ფორმულა 1-ის პადოკებში დადის ჭორები გუნდის დაცარიელებულ საწყობებსა და სხვადასხვა დეტალის მიმწოდებლებისთვის გადაუხდელ ანგარიშებზე. ამასთან, ერთ დროს ლოპესსა და ექლსტოუნს შორის კარგი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა და ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს მხოლოდ ბულიესთან აქვს კონტაქტი.
თუმცა ჯერჯერობით მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ გერმანელი ჟურნალისტებს ცდებიან თავიანთ დასკვნებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთის გრანპრი ბარსელონასია