ნიუ ჯერსის გრანპრი მაინც არ იქნება?

AutoSharing Option
უკვე შემოგთავაზეთ ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კალენდრის წინასწარი ვერსია, სადაც შეტანილი იყო ნიუ ჯერსის სადებიუტო სეზონი.

ამ რბოლის სავარაუდო თარიღია 1 ივნისი, მაგრამ კალენდრის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც ამ კვირას დაამტკიცებენ, ამერიკული ეტაპი შეიძლება ვერ მოხვდეს.

გუნდებმა დიდი ენთუზიაზმით არ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს, სამი კვირის განმავლობაში სამ რბოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა - მონაკო, ნიუ ჯერსი და კანადა. თუნდაც ლოჯისტიკიდან გამომდინარე, გუნდებს გაუჭირდებათ უშეცდომოდ ამ რბოლების ჩატარება.

ბრიტანელი ჟურნალისტი ადამ კუპერი წერს, რომ ფორმულა 1-ის მთავარმა
პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ნიუ ჯერსის ეტაპისთვის პირველი ივნისი იმიტომ აირჩია, რათა შეესრულებინა თავისი ფორმალური ვალდებულებები რბოლის ორგანიზატორების მიმართ, რადგან იცის, რომ ამერიკული მხარე ვერ შეძლებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და ეტაპი გაუქმდება.

ინფორმირებული წყარო იუწყება, რომ 2014 წლის ივნისისთვის ნიუ ჯერსის გრანპრის ორგანიზატორები ვერ მოასწრებენ ყველა მოსამზადებელი სამუშაოს შესრულებას. ამიტომაც განიხილება ამ რბოლის 2015 წლისთვის გადატანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საშიში ხუმრობა: ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-ის ტრასაზე "ტაქსისტობა" დაიწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული