"უილიამსის" პოტენციურ ვაკანსიაზე უკვე გაჩნდა რამდენიმე პრეტენდენტი, მათ შორის, "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა, რომელსაც არ აქვს კონტრაქტი 2014 წლისთვის. ბრაზილიელი პილოტის მენეჯერმა ნიკოლა ტოდტმა განაცხადა, რომ ბრიტანულ გუნდში გადასვლა კარგი ვარიანტი იქნება ფელიპესთვის.
ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, მასას სპონსორებმა უკვე 10 მილიონ დოლარს მოუყარეს თავი,
* * *
ამასობაში, იტალიურმა საჯინიბო "ტორო როსომ", თითქმის გაარკვია, თუ ვინ შეცვლის გუნდში ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს, რომელიც 2014 წლიდან "რედ ბულში" გააგრძელებს კარიერას.
როგორც გამოცემა Motorsport-Total ირწმუნება, "ტორო როსოს" ახალი წევრი იქნება პორტუგალიელი პილოტი ანტონიუ ფელიქს და კოშტა, რომელიც წელს "რენოს" მსოფლიოს სერიაში გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ იტალიელები ამის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება