ფორმულა 1: მასა "უილიამსის" კანდიდატია

AutoSharing Option
ამ დღეებში ვწერდით იმის შესახებ, რომ პასტორ მალდონადოს ვენესუელელი სპონსორები აღარ აპირებენ "უილიამსის" არაკონკურენტუნარიანი მანქანით პილოტის გამოსვლის დაფინანსებას და მომავალი სეზონისთვის კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს ეძებენ. ჭორების მიხედვით, მალდონადომ, შესაძლოა, კარიერა "ფორს ინდიაში" ან "ლოტუსში" გააგრძელოს.

"უილიამსის" პოტენციურ ვაკანსიაზე უკვე გაჩნდა რამდენიმე პრეტენდენტი, მათ შორის, "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა, რომელსაც არ აქვს კონტრაქტი 2014 წლისთვის. ბრაზილიელი პილოტის მენეჯერმა ნიკოლა ტოდტმა განაცხადა, რომ ბრიტანულ გუნდში გადასვლა კარგი ვარიანტი იქნება ფელიპესთვის.

ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, მასას სპონსორებმა უკვე 10 მილიონ დოლარს მოუყარეს თავი,
რაც საკმარისი უნდა იყოს "უილიამსში" პილოტის გამოსვლისთვის. თავად ფელიპე მასა მოკრძალებულად ეხმაურება ბრიტანულ საჯინიბოში სავარაუდო გადასვლის შესახებ ჭორს: "უილიამსში" 550 ადამიანი მუშაობს, გუნდს კარგად აქვს ორგანიზებული სტრუტურა. მიმაჩნია, რომ ახალი მანქანის შექმნისას ისინი არ გაიმეორებენ წლევანდელ შეცდომებს".

* * *
ამასობაში, იტალიურმა საჯინიბო "ტორო როსომ", თითქმის გაარკვია, თუ ვინ შეცვლის გუნდში ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს, რომელიც 2014 წლიდან "რედ ბულში" გააგრძელებს კარიერას.

როგორც გამოცემა Motorsport-Total ირწმუნება, "ტორო როსოს" ახალი წევრი იქნება პორტუგალიელი პილოტი ანტონიუ ფელიქს და კოშტა, რომელიც წელს "რენოს" მსოფლიოს სერიაში გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ იტალიელები ამის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული