"ტორო როსომ" რუსი აირჩია

AutoSharing Option
იტალიურმა საჯინიბომ "ტორო როსომ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსი პილოტი დანილ კვიატი მომავალ სეზონში გუნდის მეორე პილოტი იქნება. ის შეცვლის ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს, რომელიც "რედ ბულში" გააგრძელებს კარიერას. კვიატი 2014 წელს ფრანგი ჟან-ერიკ ვერნის თანაგუნდელი იქნება.

"მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ დანილ კვიატი ჩვენს გუნდში 2014 წელს იასპარეზებს", - წერია გუნდის ოფიციალურ პრესრელიზში.

19 წლის რუსი, რომელიც რომში ცხოვრობს, 2013 წელს GP3-ის სერიასა და ფორმულა 3-ის ევროპის ჩემპიონატში გამოდიოდა.

კვიატი "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის წევრია. მან წელს მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ის ახალგაზრდულ
ტესტებში. ბრიტანეთის სილვერსტოუნზე "ტორო როსოს" ბოლიდით რუსმა 22 წრე გაიარა და მე-11 დრო აჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მაკლარენში" დიდი ამბებია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული