გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" დაწერა, რომ ბრაუნის "მერსედესიდან" წასვლის საკითხი გადაწყვეტილია და ამის შესახებ ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ჟურნალისტების ინფორმაციით, ბრიტანელი ინჟინერი ერთწლიან პაუზას აიღებს, 2015 წელს კი "ჰონდას"
ადრე "მერსედესის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ამბობდა იმის შესახებ, რომ ძალიან სურს გუნდში როს ბრაუნის შენარჩუნება: "მე არაერთხელ მითქვამს, რომ მსურს ბრაუნთან თანამშრომლობის გაგრძელება. მოვილაპარაკეთ, რომ სეზონის ბოლო რბოლის შემდეგ მშვიდად შევაფასებდით სიტუაციას და განვიხილავდით გეგმებს მომავალზე".
ბრაზილიის გრანპრის შემდეგ, Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრაუნს შეახსენეს, რომ ადრე ის აპირებდა, ხელმძღვანელის ფუნქციების ნაწილი სხვისთვის გადაებარებინა და მომავალ წელს მეტი დრო დაეთმო თავისი საყვარელი საქმიანობისთვის - თევზაობისთვის.
"ვნახოთ, - განაცხადა ბრაუნმა. - მომავალ წელს ჩვენი ძალიან საინტერესო სეზონი გველის. ასე რომ, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები".
"ე. ი. არ გვემშვიდობებით?" - ჩაეკითხა ჟურნალისტი.
"მე ასეთი რამ არ მითქვამს", - გაეცინა ბრაუნს.
პერესი თითქმის ინდოელია
"მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა აღნიშნა, რომ მექსიკელი პილოტი სერხიო პერესი, რომელთანაც ბრიტანულმა საჯინიბომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოისურვა, ფორმულა 1-ში დარჩება. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მექსიკელი ავტომრბოლელი კარიერას "ფორს ინდიაში" გააგრძელებს.
"მოხარული ვარ, რომ პერესი შეიძლება ფორმულა 1-ში დარჩეს, - მოჰყავს უიტმარშის სიტყვები "ავტოსპორტს". - ის ახალგაზრდაა და საკმარისად გამოცდილი. სერხიომ ჩვენს გუნდში ყველას შეაყვარა თავი. პერესი - ძალიან სასიამოვნო ბიჭია. იმედია, ის დაგვიმტკიცებს, რომ შევცდით, როცა მის ნაცვლად კევინ მაგნუსენი ავიყვანეთ. მას ამის გაკეთება, სავარაუდოდ, "ფორს ინდიაში" მოუწევს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სერხიო ამ საჯინიბოში აღმოჩენილიყო, რადგან ის იმსახურებს ადგილს ფორმულა 1-ში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი