ფორმულა 1: ლუისი საუკეთესო ევროპელია

AutoSharing Option
შაბათს, ევროპელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის სპორტსმენი დაასახელეს: ეს გახლავთ ფორმულა 1-ის ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი. მან სულ მცირედით გაუსწრო მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მეკარეს მანუელ ნოიერს.

ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა პოლონურმა საინფორმაციო სააგენტო PAP-მა. ჰემილტონმა 82 ქულა დააგროვა და სულ რაღაც ერთი ქულით გაუსწრო ნოიერს. მესამე ადგილი ამ პრესტიჟულ რეიტინგში სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ერგო (74 ქულა), მეოთხე გახდა პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო (72).

საინტერესოა, რომ ფორმულა 1-ის პილოტი ზედიზედ მ
ესამედ გახდა ევროპის საუკეთესო სპორტსმენი: 2012 და 2013 წლებში ეს ტიტული დაისაკუთრა სებასტიან ფეტელმა. თავის დროზე, კონტინენტის პოპულარულ სააგენტოებს შორის გამოკითხვაში იმარჯვებდნენ ნაიჯელ მენსელი (1992), მიკა ჰაკინენი (1998) და სამჯერ მიხაელ შუმახერი (2001-03).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული