კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 46-ე პოული მოიპოვა. ეს იყო ბრიტანელის მესამე პოული სილვერსტოუნში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ნაიჯელ მენსელს, დეიმონ ჰილსა და ჯიმ კლარკს.- ჰემილტონმა ზედიზედ მეჩვიდმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან, რითაც გაიმეორა ისტორიაში ხანგრძლივობით მეორე სერია, რომელიც დეიმონ ჰილს (ავსტრალია'95 - იაპონია'96) ეკუთვნის.
- სილვერსტოუნში პოული ზედიზედ მე-20 იყო "მერსედესისთვის". ბოლო ხუთ რბოლაში ამ გუნდის პილოტები სასტარტო ბილიკის პირველ რიგს იკავებდნენ.
- ფელიპე მასას
- პირველად 2007 წლის შემდეგ, "რედ ბულის" პილოტი ვერ ვიხილეთ სასტარტო ექვსეულში.
- "მაკლარენის" ვერც ერთ პილოტი ვერ მოხვდა 16 უძლიერესს შორის, რაც ისტორიაში გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია ბრიტანეთის გრანპრიზე.
რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 38-ე გამარჯვება მოიპოვა და 79-ედ ავიდა პოდიუმზე. ახლა, მას აირტონ სენაზე ერთით ნაკლები პოდიუმი აქვს.- ჰემილტონი ზედიზედ 18 რბოლაში იყო ლიდერის რანგში. ეს არის ფორმულა 1-ის ახალი რეკორდი. წინა რეკორდსმენი ჯეკი სტიუარტი გახლდათ, რომელიც 17 რბოლაში მინიმუმ ერთი წრე მაინც იყო პირველ ადგილზე.
- პოულის მოპოვებით, საუკეთესო წრის ჩვენებითა და რბოლის მოგებით, ჰემილტონმა კარიერაში მერვე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამდენივე აქვთ ალენ პროსტსა და სებასტიან ფეტელს.
- ჰემილტონმა მესამე გამარჯვება მოიპოვა სილვერსტოუნში. ამდენივე მოგება აქვთ ამ ტრასაზე ჯიმ კლარკს, ნაიჯელ მენსელსა და მიხაელ შუმახერს. ხუთი მოგებით რეკორდსმენია ალენ პროსტი.
- ჰემილტონმა კარიერაში 24-ე საუკეთესო წრე დააფიქსირა, რითაც საერთო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელსა და ნიკი ლაუდას გაუთანაბრდა.
- ნიკო როსბერგი კარიერაში 35-ედ ავიდა პოდიუმზე. ამდენივე პოდიუმი აქვს მსოფლიოს ჩემპიონებს - ხუან-მანუელ ფანხიოსა და ემერსონ ფიტიპალდის.
- წელს გამართული ცხრა რბოლიდან ექვსჯერ ასეთი პოდიუმი ვიხილეთ: ჰემილტონი-როსბერგი-ფეტელი. პირველად კარიერაში, სებასტიან ფეტელმა ზედიზედ 20 რბოლაში მოიპოვა ქულები.
- ფელიპე მასა ამ სეზონში პირველად ლიდერობდა რბოლას. ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ, ბრაზილიელმა გავლილი დისტანციით (60444 კმ) გაუსწრო იარნო ტრულის და ამ მაჩვენებლით საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა.
- ფერნანდო ალონსომ პირველი ქულა მოიპოვა სეზონში, რითაც თავიდან აიცილა ჟაკ ვილნევის სერიის გამეორება. ამ უკანასკნელმა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ერთ-ერთი სეზონი (1999 წელს) უქულოდ დაასრულა.
- ამ სეზონში პირველად დანიელ რიკარდომ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"