ფორმულა 1: რას უპირებენ კიმის?

AutoSharing Option
შვეიცარიული გამოცემა Blick-ის კორესპონდენტის როჯერ ბენუას ინფორმაციით, "ფერარის" პილოტის კიმი რაიკონენის კონტრაქტის გახანგრძლივების პუნქტი 31 ივლისამდეა ძალაში და თუ "სკუდერიას" სურს ფინელის შენარჩუნება, უახლოეს პარასკევამდე უნდა გააგრძელოს ხელშეკრულება. მაგრამ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ "ფერარი" არ იაქტიურებს და კონტრაქტის აღნიშნული პუნქტის მოქმედების ვადა ამოიწურება.

ადრე "ფერარის" ხელმძღვანელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ გუნდი არ აპირებს "უილიამსისთვის" თანხის გადახდას მისთვის, რომ ბრიტანული საჯინიბოდან წამოიყვანოს ვალტერი ბოტასი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ბოტასის გადასვლა "სკუდერიას" რიგებში.

თუმცა, როგორც ბენუა ამტკიცებს, არსებობს რომენ გროსჟანიც ვარიანტი. ფრანგ პილოტს
"ლოტუსთან" კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი წინადადებას მიიღებს "ფერარისგან" ან "მერსედესისგან".

იტალიური პრესა იმასაც წერს, რომ "ფერარი" რაიკონენთან დაკავშირებით ოთხკვირიანი პაუზის შემდეგ ჩამოყალიბდება, რომელიც ახლაა ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ კვირას, უნგრეთის გრანპრიზე კიმიმ სტარტზე მეხუთედან მეორე პოზიციაზე გადასვლა შეძლო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დაასრულა რბოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული