ფორმულა 1. რაიკონენი: "ფერარიში" 2016 წლის შემდეგ?

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტი კიმი რაიკონენი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, 2016 წელს ფორმულა 1-ში გააგრძელოს მუშაობა, - იტყობინება Autosport.

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა, რომლის ანგარიშზე "დიდ ცირკში" 20 მოგება მოდის, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პილოტის კარიერის დასრულების შემდეგ, უარს არ იტყოდა იტალიურ საჯინიბოსთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ადრე, მსგავს ფუნქციებს ასრულებდნენ მიხაელ შუმახერი და ჯანკარლო ფიზიკელა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი,რა იქნება მომავალში, - ამბობს ფინელი პილოტი. - კონტრაქტის მიხედვით, ერთი წელი მაქვს დარჩენილი "ფერარიში". ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. უკვე მრავალი წელია "ფერარიში" გამოვდივარ. შესაძლოა,
გუნდში მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდეს კარიერის დასრულების შემდეგ, მაგრამ არ მინდა დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება"

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის მსვლელობისას გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ფერარიში" რაიკონენს შეცვლიდა მეორე ფინელი - ვალტერი ბოტასი "უილიამსიდან".

მაგრამ, იტალიურმა მხარემ გამოიყენა კიმის კონტრაქტში არსებული პუნქტი და გააგრძელა მასთან ხელშეკრულება 2016 წლის ბოლომდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული