ტურნირი ორ ეტაპად იყოფა: ჯერ გამარჯვებული ირკვევა გუნდურ პირველობაში ("ეროვნებათა თასი"), შემდეგ კი ინდივიდუალურში ვლინდება "ჩემპიონთა ჩემპიონი".
"ეროვნებათა თასზე" ფინალში გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები გავიდნენ. გერმანიის ნაკრებს წარმოადგენდნენ ფორმულა 1-ის მოქმედი პილოტები - სებასტიან ფეტელი და ნიკო როსბერგი, ინგლისს - ენდი პრიოლი და ჯეისონ პლატო.
პირველ რბოლაში პრიოლმა წამზე მეტი მოუგო ფეტელს. ეს იყო გერმანელის პირველი წაგება ეროვნებათა თასზე ექვსი წლის განმავლობაში. მეორე რბოლაში ჰიულკენბერგმა აღადგინა
* * *
ფეტელმა რეაბილიტაცია ინდივიდუალურ პირველობაში შეძლო და "ჩემპიონთა ჩემპიონი" გახდა. აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონს აქამდე არასოდეს მოეგო ინდივიდუალურში. ფინალში გერმანელმა "ლე მანის 24 საათის" ცხრაგზის გამარჯვებულს ტომ კრისტენსენს აჯობა.
ჩემპიონთა რბოლაში კონკურენცია ძალიან დაძაბული გამოვიდა. ფინალამდე ფეტელმა პეტერ სოლბერგს, ნიკო ჰიულკენბერგსა და შარშანდელ გამარჯვებულს დევიდ კულტჰარდს მოუგო. კრისტენსენმა, თავის მხრივ, ნელსონ პიკე-უმცროსი, ჯეისონ პლატო და ალექს ბანკომბი დაამარცხა.
ფინალში ფეტელმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო პირველი რბოლა Radical SR3 RSX-ით. მეორე რბოლა ROC Car-ით უნდა გამართულიყო, მაგრამ კრისტენსენის მანქანაზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. მრბოლელები KTM X-Bow-ზე გადაჯდნენ, მაგრამ უკვე პირველ წრეზე კრისტენსენმა შეცდომა დაუშვა და ბარიერს შეეჯახა. მართალია, დანიელმა მოძრაობა გააგრძელა, მაგრამ რბოლის დარჩენილი ნაწილი ფორმალობად გადაიქცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"