ფორმულა 1 და ფეხბურთი: ალონსოს ჯარიმამ რანიერი დაამარცხა

AutoSharing Option
ბოლო ორი ათწლეულია, მონაკოს გრანპრის წინ არ ივიწყებენ საფეხბურთო მატჩის გამართვის ტრადიციას. მასში ერთმანეთს ხვდებიან - ავტომრბოლებისა და ვარსკვლავების ნაკრებები.

წელს, "ლუი II"-ის სტადიონზე პილოტთა გუნდში თამაშობდნენ ფერნანდო ალონსო, მაქს ფერსტაპენი, ფელიპე მასა, კარლოს საინსი, აგრეთვე ცნობილი ფრანგი ფეხბურთელები - ემანუელ პეტი და ვილიამ გალასი. მათ უპირისპირდებოდნენ თავადი ალბერი, ლორის კაპიროსი, დომინიკ პარისი და სხვა ცნობილი სახეები. ამ გუნდს კი წვრთნიდა ფენომენალური "ლესტერის" დამრიგებელი კლაუდიო რანიერი.

მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი ალონსომ ჯარიმიდან გაიტანა, პილოტების გუნდმა კი 3:1 მოიგო.

ამ შეხვედრიდან
შემოსული მთლიანი თანხა ღარიბი ოჯახების ბავშვებს გადაეცათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული