ფორმულა 1. ავსტრიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- ავსტრიაში პოული ლუის ჰემილტონისთვის 54-ე იყო კარიერაში. ამ მაჩვენებლით, ის საერთო რეიტინგში მესამე ადგილზეა და მხოლოდ აირტონ სენას (65) და მიხაელ შუმახერს ჩამორჩება.

- ჰემილტონის პოული - 240-ე იყო ბრიტანელი პილოტებისთვის ფორმულა 1-ში. მეორეზე არიან გერმანელები (150), მესამეზე - ბრაზილიელები (126).

- ნიკო ჰიულკენბერგის მეორე ადგილი საუკეთესო შედეგი იყო "ფორს ინდიასთვის" 2009 წლის იტალიის გრანპრის შემდეგ. გერმანელისთვის ეს იყო მეორე სტარტი პირველი რიგიდან.

- ჯენსონ
ბატონს დიდი ბრიტანეთის 2014 წლის გრანპრის შემდეგ, საუკეთესო სასტარტო პოზიცია ჰქონდა - მესამე.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა სეზონში მესამე, კარიერაში 46-ე და ბრიტანელი პილოტებისთვის 250-ე ეტაპი მოიგო. ბრიტანეთი ლიდერობს ამ მაჩვენებლით. მეორეზეა გერმანია 164 მოგებით.

- პირველად კანადის 2011 წლის გრანპრის შემდეგ, გამარჯვებულის ბედი ბოლო წრეზე გაირკვა. მაშინ ჯენსონ ბატონმა სებასტიან ფეტელს აჯობა.

- პოულიდან სტარტის, საუკეთესო წრის დაფიქსირებისა და რბოლის მოგების შემდეგ, ლუის ჰემილტონმა კარიერაში მეათე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მხოლოდ მიხაელ შუმახერსა (22) და ჯიმ კლარკს (11) ჰქონდათ უფრო მეტი ჰეთ-თრიკი. ავსტრიაში საუკეთესო წრე 30-ეა ჰემილტონისთვის კარიერაში.

- ლუის ჰემილტონი კარიერაში 2000-ქულიან ზღვარს გადაცვდა. მას ახლა 2009 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური ლიდერია ფორმულა 1-ის ისტორიაში. თუმცა, ბოლო წლებში პილოტებს უფრო მეტი ქულა ერიცხებათ და თან, კალენდარში რბოლების რაოდენობა გაიზარდა.

- ავსტრიის ტრასა 22-ეა ლუის ჰემილტონისთვის, სადაც მას ეტაპი მოუგია. ერთით მეტ ტრასაზე აქვს მოპოვებული გამარჯვება მიხაელ შუმახერს, რომელიც ლიდერობს ამ რეიტინგში. ამ სეზონის კალენდარში მხოლოდ სამი ტრასაა, რომელზეც ლუისი პირველი არ მისულა ფინიშთან - ბაქო, მექსიკა და ბრაზილია.

- მაქს ფერსტაპენი მეორედ ავიდა პოდიუმზე. ამდენივე პოდიუმი ჰქონდა მამამისს მთელი კარიერის (107 გრანპრი) განმავლობაში. მაქსს ამისთვის 28 გრანპრი დასჭირდა.

- მესამე ადგილზე გასვლით, კიმი რაიკონენი გაუთანაბრდა სებასტიან ფეტელს პოდიუმების რაოდენობით - 84. მოქმედ პილოტებს შორის, ფინელს უსწრებენ ჰემილტონი (93) და ფერნანდო ალონსო (97).

- ფეტელმა ამ სეზონის ცხრა გრანპრიდან მესამედ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთელი 2015 წლის სეზონის განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული