ამ ცოტა ხნის წინ, "ფერარიმ" რაიკონენთან ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ამგვარ გადაწყვეტილებას ფანები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ერთმა ნაწილმა ახალი ამბავი პოზიტიურად აღიქვა, მეორე ნახევარს კი მიაჩნია, რომ "სკუდერიამ" უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიული პილოტი უნდა მონახოს.
მიუხედავად ამისა, რობერტსონს მიაჩნია, რომ მომდევნო სეზონი, შესაძლოა, სულაც არ იყოს რაიკონენისთვის ბოლო იტალიურ გუნდში.
"პირველ რიგში, ყველაფერი კიმიზეა დამოკიდებული,
კიმი ადამიანებს ერთი მიზეზით მოსწონთ - მას გულწრფელად უყვარს ფორმულა 1. ის რბოლებში მონაწილეობას მხოლოდ სპორტის ამ სახეობის სიყვარულის გამო იღებს.
მოხარული ვარ კიმის გამო, რადგან მას უკვე აქვს კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის. მან იცის, სად იქნება ახალ სეზონში. ეს მას ზედმეტ ზეწოლას მოუხსნის, მშვიდად დაისვენებს ზაფხულში, რადგან ეცოდინება, რომ უკვე მიიღო ის, რაც უნდოდა".
ამ მომენტისთვის, კიმის 106 ქულა აქვს გენერალურ კლასიფიკაციაში და მესამე ადგილზე იმყოფება. ფინელი ექვსი ქულით უსწრებს "რედ ბულის" პილოტს დანიელ რიკარდოს და რვა ქულით - თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"