კვალიფიკაცია
- პოული ჰოკენჰაიმში 27-ე იყო ნიკო როსბერგისთვის კარიერაში და მეხუთე ამ სეზონში. გერმანელს შესაბამის რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია და ორი პოულით ჩამორჩება ხუან მანუელ ფანხიოს.1. მ. შუმახერი - 68
2. სენა - 65
3. ჰემილტონი - 55
4. ფეტელი - 46
5. კლარკი - 33
5. პროსტი
7. მენსელი - 32
8. ფანხიო - 29
9. როსბერგი - 27
10. ჰაკინენი - 26
- როსბერგმა "მერსედესის" შიდა დაპირისპირებაში გაათანაბრა ანგარიში ლუის ჰემილტონთან: თანაგუნდელებს ამ სეზონში ექვს-ექვსი პოული აქვთ მოპოვებული. "მერსედესმა" წელს მხოლოდ ერთ ეტაპზე ვერ მოიპოვა პირველი ადგილი კვალიფიკაციაში - მონაკოში პოული დანიელ რიკარდოს ერგო.
- გერმანიაში პოული 47-ე იყო "მერსედესისთვის" ბოლო 50 რბოლაში.
- მეორმოცედ ისტორიაში "მერსედსის" პილოტებმა პირველი რიგი დაიკავეს სასტარტო ბილიკზე.
- პირველად ისტორიაში, "ზაუბერის" პილოტებმა ბოლო რიგიდან აიღეს სტარტი.
რბოლა
- გერმანიის გრანპრის მოგებით, ლუის ჰემილტონმა 49-ე გამარჯვება მოიპოვა კარიერაში და მეექვსე სეზონში. სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ, ლუისი ნიკო როსბერგთან 43 ქულას აგებდა, მაგრამ ბოლო შვიდი რბოლიდან ექვსი მოიგო და საზაფხულო არდადეგებზე პირად ჩათვლაში 19-ქულიანი უპირატესობით გაემგზავრა.- ჰემილტონი ისტორიაში მესამე ადგილზეა მოგებების რაოდენობით და ორი გამარჯვება სჭირდება ალენ პროსტის შედეგის გასამეორებლად.
1. მ. შუმახერი - 91
2. პროსტი - 51
3. ჰემილტონი - 49
4. ფეტელი - 42
5. სენა - 41
6. ალონსო - 32
7. მენსელი - 31
8. სტიუარტი - 27
9. კლარკი - 25
9. ლაუდა - 25
- ჰემილტონი გახდა ისტორიაში პირველი პილოტი, ვინც ერთ კალენდარულ თვეში ოთხი გრანპრი მოიგო.
- ჰემილტონი ჰოკენჰაიმში სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა - ეს მერვედ მოხდა მის კარიერაში და პირველად ამ სეზონში. ლიდერის რანგში წრეების რაოდენობით, ლუისმა გაუსწრო პროსტსა და სებასტიან ფეტელს. ახლა, ჰემილტონს 2732 ასეთი წრე აქვს კარიერაში და ჩამორჩება მხოლოდ აირტონ სენასა (2931) და მიხაელ შუმახერს (5111).
- ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა წელს ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვეს. ერთ-ერთი მათგანი პირველი პილოტი გახდება ისტორიაში, ვინც ასეთი სერიის შემდეგ ვერ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს.
- დანიელ რიკარდომ ჰოკენჰაიმში მეასე რბოლა ჩაატარა. ავსტრალიელი კარიერაში მეცამეტედ და სეზონში მესამედ მოხვდა პოდიუმზე.
- მესამე ადგილზე გასული მაქს ფერსტაპენისთვის ეს იყო მეოთხე პოდიუმი სეზონში. "რედ ბულს" უნგრეთის შარშანდელი გრანპრის შემდეგ, პირველად ჰყავდა ორი პილოტი პირველ სამეულში. "რედ ბულმა" პირველად ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, "ფერარის" გაუსწრო კონსტრუქტორთა თასზე.
- ნიკო როსბერგმა ბოლო რვა რბოლიდან მეხუთედ ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა.
- პირველად 2014 წლის შემდეგ, "ფერარის" ზედიზედ სამ რბოლაში არ ჰყოლია პილოტი პირველ სამეულში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"