ფორმულა 1: კევინ მაგნუსენი გადარჩა

AutoSharing Option
მეექვსე წრეზე მომხდარი ავარიის შემდეგ, "რენოს" პილოტი კევინ მაგნუსენი ჯერ სპას ტრასის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, შემდეგ კი უახლოეს კლინიკაში, სადაც დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

ამის შემდეგ, "რენოს" შეფმა ფრედერიკ ვასიორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანიელს შეჯახებისას სერიოზული ტრავმები არ მიუღია, მიუხედავად ამისა, კოჭის დაზიანების გამო, შესაძლოა, ვერ მოასწროს გამოჯანმრთელება იტალიის გრანპრისთვის, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

"რენოსთვის" სიტუაცია იმის გამო რთულდება, რომ გუნდს არ ჰყავს მაგნუსენის პირდაპირი შემცვლელი. ადრე, ფრანგული საჯინიბოს სარეზერვო პილოტი ესტებან ოკონი იყო, მაგრამ, ფრანგი "მანორში" გადავიდა, სადაც
რიო ჰარიანტო შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააშუქეთ ხოლმე ეს სპორტი. საინტერესოა. თან რამდენიმე სხვა და სხვა ტიპის რბოლებია. მე ვერ ვერკვევი. სიამოვნებით გავეცნობოდი ამ სპორტზე სტატიებს.
odala
07:51 29-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული