"როცა მუდმივად აღწევ წარმატებას, ამ შემთხვევაში იკარგება კონცენტრაცია და მიგაჩნია, რომ ყველაფერი იოლია და საქმე მარტივად კეთდება. მაგრამ, უცებ, ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს და ცხოვრების თავისუფალმა სტილმა რბოლებში პრობლემები გამოიწვიოს.
წარმატების ტალღაზე იწყებ ცხოვრებით ტკბობას, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც უფრო მეტს ფიქრობს სამუშაოზე და შემდეგ ჯერზე, ტრასაზე შენზე სწრაფი იქნება.
პირადად მე, ყოველთვის მეშინოდა, რომ
ჰემილტონის ბოლოდროინდელ გამოსვლებს გამოეხმაურა "ბენეტონის" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორეც: "ის ცოტათი დიჯეია, ცოტათი - რეპერი. მას ბევრი სხვა ნიჭიც გააჩნია, მაგრამ თუ ტიტულის მოგება უნდა, მაშინ სამუშაოზე უნდა იყოს კონცენტრირებული. მის ადგილას, მე უფრო ნაკლებს ვიფიქრებდი მუსიკაზე და უფრო მეტს - ფორმულა 1-ზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"