მაგალითად, ბრიტანელ ჩინოვნიკს არ გაუკვირდება, თუ ავტომწარმოებლები საკუთარი სარბოლო გუნდების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"რა თქმა უნდა, "ფერარიმ" და "მერსედესმა", შესაძლოა, დატოვონ ჩემპიონატი. "მერსედესი" იმ დღეს წავა, როცა ეს მას აწყობს. ასეთი რამ ვნახეთ "ჰონდას", BMW-ისა და "ტოიოტას" შემთხვევაში. ისინი მიდიოდნენ მაშინ, როცა ფორმულა 1-გან ყველაფერი ჰქონდათ მიღებული, რაც შეეძლოთ".
ბერნი ექლსტოუნი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს რბოლების ჩატარების ფორმატი ახალი აუდიტორიის მოსაზიდად.
ექლსტოუნმა ასევე განაცხადა, რომ სინგაპურის მთავრობა აპირებს - უარი განაცხადოს გრანპრის ჩატარებაზე.
"შეხედეთ, რამდენი რამ გავაკეთეთ სინგაპურისთვის. დიახ, გრანპრი მათ ძვირად უჯდებათ, მაგრამ ჩვენც ბევრი ფული მივუტანეთ. სინგაპური აღარ არის მხოლოდ აეროპორტი იმისთვის, რომ საიდანღაც ჩაფრინდე ან სადღაც გაფრინდე. ახლა, მათ მიაჩნიათ, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიეს და აღარ უნდათ გრანპრის ჩატარება".
შეგახსენებთ, რომ სინგაპური ერთადერთია ფორმულა 1-ის კალენდარში, სადაც ღამის რბოლა იმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"