ტრაგიკულად დასრულდა 29 წლის ბრაზილიელი პილოტისთვის - გუსტავო სონდერმანისთვის წინა სარბოლო უქმეები. გუსტავო ბრაზილიურ "ინტერლაგუშზე" სტოკკარის კლასის ჩემპიონატში Chevrolet Montana-ის თასის გათამაშებაზე გამოდიოდა. წვიმიან რბოლაში სონდერმანმა ბოლო მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და მას მეორე პილოტი - პედრო ბოზელი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სონდერმანმა თავისა და სასუნთქი ორგანოების მძიმე დაზიანებები მიიღო და ექიმებმა პილოტის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.
სონდერმანის კარიერა ბევრისთვის ნაცნობი სცენარით მიმდინარეობდა - რეგიონულ დონეზე წარმატების მიღწევის შემდეგ ევროპაში გადაბარგდა, სადაც ორი წელი "ფორმულა-რენოს" სერიაში გამოდიოდა, შემდეგ კი
ეს "ინტერლაგუშზე" სიკვდილის პირველი შემთხვევა არ არის. 2007 წელს კიდევ ერთი ბრაზილიელი პილოტი რაფაელ სპერაფიკო დაიღუპა რბოლის დროს ავარიის გამო. 26 წლის პილოტმა ვერ დაიმორჩილა მანქანა მეექვსე წრეზე, დამცავ კედელს დაეჯახა და ინერციით ტრასაზე დაბრუნდა, იქ კი მეორე პილოტის რენატო რუსის მანქანა დაეჯახა. სპერაფიკო თავის უმძიმესი ტრავმებით სააავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.