პოულის მფლობელმა ხორხე ლორენსომ დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია, მის უკან კი დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ყველაზე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა მარკო სიმონჩელის - თავიდან მან ორი პოზიცია დაკარგა სწორ მონაკვეთზე, შემდეგ კი პირველი წრის გავლისას დაეცა.
მეორე ადგილზე გადავიდა დანი პედროსა, მას მიჰყვა სტოუნერი, "ჰონდას" ამ წყვილის უკან კი ვალენტინო როსი იმყოფებოდა, რომელმაც სტარტზე ერთბაშად ხუთი
თავიდან პედროსა თავის მეწყვილესთან აქტიურ ბრძოლაზე არ წავიდა. დანი ცდილობდა სწორ მონაკვეთზე გაესწრო ლორენსოსთვის, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ხორხეს "იამაჰა" გაცილებით გვიან ამუხრუჭებდა და ამიტომაც "ჰონდას" მოტომრბოლს მისი გავლის ნაკლები შანსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პედროსა იმედს არ კარგავდა და აგრძელებდა ზეწოლას რბოლის ლიდერზე.
ბოლოს მან მაინც მიიღო შანსი. ფინიშამდე ოთხი წრით ადრე პედროსამ სასტარტო სწორ მონაკვეთზე შეუტია ხორხეს, გვიანი დამუხრუჭება გამოიყენა და გაასწრო მას. ბოლო წრეებზე კი დანიმ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და პოდიუმზე ძლივს იქნევდა მარცხენა ხელს. შეგახსენებთ, რომ პედროსამ სულ ცოტა ხნის წინ ტრავმირებულ ხელზე ოპერაცია გადაიტანა და ეს მკურნალობის შემდეგ მისი პირველი რბოლა იყო.
ვალენტინო როსიმ ვერ შეძლო მეოთხე პოზიციის შენარჩუნება. დოვიციოზო მას ბოლომდე ავიწროებდა და ზედ ფინიშს სწორზე ამ მონდომებამ შედეგი მოიტანა.
პორტუგალიის გრან-პრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 28 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +3,051; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +7,658; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +16,530; 5. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +16,555; 6. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +32,575...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 65 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 41; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 31; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 30; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 30...