კიმი აღარ ჩაითვლება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი, რომელიც რალიში "სიტროენის" მანქანით გამოდის, ამ უქმეებზე ავსტრალიის რალიში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ფინელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა და როგორც ჩანს, არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა მის უარს.

შედეგი კი ის არის. რომ სერიის ორაგნიზატორებმა კიმი ჩემპიონატის გენერალური კლასიფიკაციიდან ამოშალეს. გარდა ამისა, რაიკონენის გუნდი 32 ათასი ევროთი დაჯარიმდა და თავად კიმისაც მოუწევს გარკვეული თანხის გადახდა რეგლამენტის დარღვევისთვის.

რაიკონენმა წლევანდელ სეზონში ექვს რბოლაში მიიღო მონაწილეობა და 34 ქულით საერთო
ჩათვლაში მერვე ადგილზე იმყოფებოდა. ფინელს სეზონის დარჩენილ ეტაპებზე გამოსვლის უფლება მისცეს, მაგრამ მისი შედეგები გათვალისწინებული არ იქნება საბოლოო კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული