სარბოლო უქმეები

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი დაგეგმილი არ არის, მაგრამ იაპონიასა და საფრანგეთში სხვა სერიის მოყვარულებს საინტერესო რბოლები ელით.

იაპონიის ტრასაზე მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება. ამ რბოლაში ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევიტყობთ ჩემპიონის ვინაობას, მაგრამ საერთო ჩათვლაში ხორხე ლორენსოზე დიდი უპირატესობა კეისი სტოუნერს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. დარჩენილ რბოლებში ავსტრალიელს პოდიუმზე ასვლაც ეყოფა ტიტულის მოსაპოვებლად.

საფრანგეთი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის სებასტიან ლოების სამშობლოა და ეს ქვეყანა რალის ეტაპს უმასპინძლებს. ავსტრალიის ეტაპზე ლოების თანაგუნდელს სებასტიან ოჟიეს მიანიშნეს, რომ ამ სეზონში ტიტულოვან თანამემამულესთან კონკურენცია
არ გამოუვა, ამიტომაც ლოებს ძირითადი საფრთხე მიკო ჰირვონენისგან ელის.
მოტოგრანპრი

იაპონიის გრანპრი

ჩატარების ადგილი - მოტეგო, იაპონია
წრის სიგრძე - 4 801 მ
საუკეთესო წრე - 1:47,091 (სტოუნერი, 2008)
საერთო ჩათვლა
1. სტოუნერი (ჰონდა) - 284 ქულა
2. ლორენსო (იამაჰა) - 240
3. დოვიციოზო (ჰონდა) - 185
4. პედროსა (ჰონდა) - 170
5. სპისი (იამაჰა) - 146
6. როსი (დუკატი) - 139
7. ნიკი ჰეიდენი (დუკატი) - 114
8. მარკო სიმონჩელი (ჰონდა) - 106

განრიგი

30 სექტემბერი, 06:10 - I პრაქტიკა
30 სექტემბერი, 10:10 - II პრაქტიკა
1 ოქტომბერი, 06:10 - III პრაქტიკა
1 ოქტომბერი, 09:55 - კვალიფიკაცია
2 ოქტომბერი, 11:00 - რბოლა

რალი

საფრანგეთი
შტაბი - ელზასი
საფარი - ასფალტი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 23
ბოლო გამარჯვებული (2010 წ) - სებასტიან ლოები

საერთო ჩათვლა

1. ლოები (სიტროენი) - 196 ქულა
2. ჰირვონენი (ფორდი) - 181
3. ოჟიე (სიტროენი) - 167
4. ლატვალა (ფორდი) - 116
5. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 110
6. ოსტბერგი (ფორდი) - 56

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული