გასულ უქმეებზე გამართული რალი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა კიმი რაიკონენისთვის: ეს რბოლა მისთვის სულელური ავარიით დასრულდა. რა შეიძლება ითქვას "აისმენის" მომავალ პერსპექტივებზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა ბოლო დროს
საფრანგეთის რალის პირველ დღეს ფინელი ჩვეულებრივი გზით მიემართებოდა მესამე სპეცმონაკვეთის სტარტისკენ, თან საბურავებს ახურებდა და ამ დროს მოახერხა უკნიდან დაჯახებოდა ჰენინგ სოლბერგის "ფორდ ფიესტას". დარტყმის გამო "სიტროენის" წინა დაკიდება გამოვიდა მწყობრიდან და რაიკონენი ბრძოლას ჩამოცილდა.
ფინელის შტურმანმა, გამოცდილმა კაი ლინდსტრიომმა განაცხადა, რომ ასეთი ინციდენტები პერიოდულად ხდება და ამაში არავის ბრალი არ არის. ის, ვინც წინ მიდის და მკეთრად ამუხრუჭებს, ხოლო ის, ვინც უკანაა და აჩქარებას იწყებს, ამ შემთხვევაში შეჯახება გარდაუვალია.
საფრანგეთის რალის ნაადრევად დასრულება იმას ნიშნავს, რომ კიმის ზედმეტი ორი დღე გამოუჩნდა იმისთვის, რომ მთავარზე დაფიქრდეს: რა საქმიანობა აირჩიოს მომავალ წელს. დადის ჭორი ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე, კერძოდ, "უილიამსის" შემადგენლობაში, მაგრამ არსებობს მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი: მას შეუძლია კარიერა გააგრძელოს რალიში. როგორც თავად რაიკონენი ამბობს, ყოველთვის შეიძლება აარჩიო მესამე ვარიანტი და არაფერი აკეთო. მოდით, შანსები შევაფასოთ.
ფორმულა 1-ში დაბრუნება
კიმი ტუმრობდა "უილიამსის" ბაზას გროუვიში: ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა, რა თქმა უნდა, იცის, რა ნიშნავს "სამეფო რბოლები" და რა სჭირდება პილოტს წარმატების მისაღწევად.
პლუსი: კიმისთვის აქ ყველაფერი ნაცნობია; თან ფორმულა 1-ში შეიძლება უფრო მეტი თანხა გამოიმუშავო, ვიდრე რალიში.
მინუსი: "უილიამსს" ვერ მივაკუთვნებთ ტოპ-გუნდების კატეგორიას; თავის დროზე, კიმს მობეზრდა ფორმულა 1; იქ საქმე აქვს პირანიებივით ბოროტ ჟურნალისტებთან; ნუთუ ის მზად არის მეორედ შესცუროს იგივე მდინარეში?
რალიში გააგრძელოს კარიერა
რაიკონენს რალიში გამოსვლის ორწლიანი სტაჟი გააჩნია და ის თანდათან აგროვებს გამოცდილებას და იმაღლებს ოსტატობას. რატომ არ უნდა გააგრძელოს ამ სერიაში კარიერა?
პლუსი: მეორე სეზონში უფრო იოლად ძლევს სირთულეებს; რალი - ძალიან მხიარული სარბოლო სერიაა; ჩემპიონატი მხოლოდ 13 ეტაპისგან შედგება, ჟურნალისტები კი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მინუსი: როგორც ჩანს, რალის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ფორმულა 1-ის, თანაც ის არც ისე მომგებიანიაა ფინანსურად. და თუ ზამთარში შვედეთის ეტაპზე ტრასიდან გადავარდი, დიდი შანსია იმისა, რომ მანქანაში გაიყინო.
პენსიაში გასვლა
თუ არ იცი რა საქმით დაკავდე, მაშინ არაფერი არ გააკეთო. "აისმენს" ფული არ სჭირდება და ალბათ, წუხს იმის გამო, რომ შინ ძვირფასი სათამაშოების (რარიტეტული მანქანები) კოლექცია დაუგროვდა, მაგრამ გასართობად დრო არ აქვს.
პლუსი: რა საჭიროა მუშაობა, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს? არაფრის კეთება - ამ რთული ამოცანის სავსებით ლოგიკური გადაწყვეტაა. გარდა ამისა, კიმის უამრავი თავისუფალი დრო გაუჩნდა. ამიტომაც არის ეს ვარიანტი ძალიან მომხიბვლელი.
მინუსი: შეიძლება მალე მოწყინდეს უსაქმურობა. თუმცა ეს მხოლოდ ერთადერთი მინუსია.
სხვა სერიებში გამოსვლა
კიმიმ უკვე მოსინჯა ძალები ნასკარის სერიაში და ასევე იჯდა Peugeot 908-ის საჭესთან, რომელიც ლე მანის 24-საათიანი რბოლისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ ახალმა გასართობებმა ძალიან გაიტაცა. მეორე მხრივ, არსებობს აგრეთვე DTM-ის სერია.
პლუსი: არც ისე დიდი ზეწოლა, მინიმალური ყურადღება პრესის მხრიდან, ბევრი დაზოგილი დრო. თან შენ საყვარელ საქმეს აკეთებ - რბოლებში მონაწილეობ. იდეალური გადაწყვეტილებაა?
მინუსი: საჭიროა თუ არა კარიერის გაგრძელება სხვა რბოლებში, როცა უკვე მოგებული გაქვს ჩემპიონის ტიტული ფორმულა 1-ში? მოსაწყენი ხომ არ იქნება?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"