"ფერარიმ" კრახით დაიწყო

AutoSharing Option
იტალიურ წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფერარის" ახალმა შასიმ, რომელსაც მიანიჭეს ინდექსი - "663", პირველი ცდიდან ვერ გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი - იტალიური საჯინიბოს ახალი შასი არასაკმარისად მყარი აღმოჩნდა.

ამ სიახლეში დრამატული არაფერია, რადგან ასეთი სიტუაცია ფორმულა 1-ში ყოველ წელსაა, მათ შორის ტოპ-გუნდებში.

დღეისთვის მარანელოში გუნდის სპეციალისტები მონოკოკის გაძლიერებაზე მუშაობენ, ამატებენ კარბონის დამატებით ფენას... უახლოეს დღეებში გაიმართება განმეორებითი კრაშ-ტესტი, რადგან ამ წლიდან ყველა გუნდი ვალდებულია ეს პროცედურა თებერვლის ტესტებამდე გაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული