ფინელმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა

AutoSharing Option
რალიში მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატი მონტე კარლოს ეტაპით გაიხსნა, რომელიც სამწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა პლანეტის პირველობის კალენდარს.

სამდღიანი რალის პირველ დღეს პილოტებს ოთხი სპეცმონაკვეთი უნდა გაევლოთ, რომლის საერთო სიგრძე 130 კილომეტრი იყო.

პირველი მონაკვეთი, მოლოდინისამებრ მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა მოიგო, მაგრამ მეორე სპეცმონაკვეთის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. თოვლიანს საფარს ყველაზე კარგად ალღო იარი-მატი ლატვალამ აუღო და ფინელი სათავეში ჩაუდა საერთო ჩათვლას. ლოებმა მასთან 52 წამი წააგო.

მესამე მონაკვეთი ფავორიტებმა თითქმის ერთ ტემპში გაიარეს და ლიდერებს შორის სხვაობა არ შეცვლილა. მაგრამ
სიტუაცია ისევ აირია მეოთხე სპეცმონაკვეთზე, რომელიც, სავარაუდოდ, მთლიანად ამ რალიში ბოლო იქნება ლატვალასთვის. ფინელმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.

ლატვალას არყოფნაში ლოებს კონკურენტი აღარ ჰყავდა. მოულოდნელად მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონის უახლოესი მდევარი ფრანსუა დელეკური აღმოჩნდა, რომელსაც ლოებმა 35 წამი მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული