კიმიმ ავარიით დაიწყო

AutoSharing Option

დაირღვა იაპონიის რალისთვის კიმი რაიკონენის გეგმიური მზადება: გუშინ დილით, ფინელმა პილოტმა საწვრთნელი რბოლის დროს საკუთარი "სიტროენი" დააზიანა. მანქანას უკანა მარჯვენა საბურავი მოძვრა, თუმცა რაიკონენი ოპტიმიზმს ინარჩუნებს.
"ამ ინციდენტის გამო არ ვნერვიულობ, - ამბობს რაიკონენი. - მარჯვენა მოსახვევში შევედი, სადაც გზის განაპირას ბეტონის ბარიერები ეწყო. ერთ-ერთი ოდნავ წინ იყო გამოწეული და სწორედ მას შევეხე მარჯვენა საბურავით. ასევე დაზიანებულია მარჯვენა წინა მხარე, მაგრამ მექანიკოსები მოასწრებენ აღდგენას და ვარჯიშს გავაგრძელებ".

იაპონური ტრასის შესწავლის შემდეგ რაიკონენმა აღიარა, რომ მისთვის ეს ეტაპი ძალიან რთული იქნება:

"რთული გზებია. ზოგიერთ ადგილას ძალიან ბევრი ჭუჭყია, ზოგან ღრმა ორმოები. ასეთ პირობებში რბოლის ნაკლები გამოცდილება მაქვს, ასე რომ, აქაც სწავლა მომიწევს. მთავარია, ფინიშამდე მივაღწიო და იქნებ ქულებიც მოვიპოვო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული