ფინელმა კიმი რაიკონენმა კარიერაში პირველად მოიგო რალის რბოლა. შაბათს, მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებს შორის შესვენებისას, ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპში - Vosgien Rally-ში მიიღო მონაწილეობა და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.
Vosgien Rally-ის დისტანცია სულ 97 კილომეტრს შეადგენდა და რაიკონენმა Citroen C4 WRC-ის მანქანით ექვსივე სწრაფი სპეცმონაკვეთი მოიგო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამჯერად ფინელს სერიოზული კონკურენტები არ ჰყოლია.
კიმს საფრანგეთის ჩემპიონატის ეტაპში მხოლოდ გართობისთვის არ მიუღია მონაწილეობა: ეს საფრანგეთის რალისთვის მზადების ერთ-ერთი ნაწილი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის ეს ეტაპი
რაიკონენი მსოფლიოს პირველობის ჩათვლაში 21 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.