22 წლის ესპანელმა სეზონის პირველ რბოლაში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ტექსასში ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მარკმა მოიგო პოული და სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველივე მოსახვევში მას "დუკატის" მოტოციკლით მოასპარეზე ანდრეა დოვიციოზომ გაუსწრო. იტალიელის ლიდერობა მხოლოდ ოთხი წრე გაგრძელდა, რის შემდეგაც მარკესმა ლიდერობა დაიბრუნა და ის ფინიშამდე აღარ გაუშვია ხელიდან.
მარკესის უპირატესობამ ფინიშზე ორი წამი შეადგინა.
აშშ-ის გრანპრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 43.47,150; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +2,354; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +3,120; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +6.682; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +7,584; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +10.557; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - +16,967; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, Suzuki) - +19,025...
საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 41 ქულა; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 40; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 36; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 27; 5. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 26; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 18; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 18; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, Suzuki) - 13...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"