"ჰონდას" პილოტი პოულის მფლობელი იყო. მართალია, მან პირველ მეტრებზე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ მესამე მოსახვევში შეძლო პირველ პოზიციაზე დაბრუნება. პირველი წრის შემდეგ, ლიდერთა შვიდეული ასე გამოიყურებოდა: მარკესი, დოვიციოზო, ლორენსო, ესპარგარო, პედროსა, როსი და იანონე.
მესამე წრე სავალალო აღმოჩნდა ვალენტინო როსისთვის: ლეგენდარულმა იტალიელმა თავისი "იამაჰა" ვერ დაიმორჩილა და ბოლო 25 რბოლაში პირველად ვერ მივიდა ფინიშამდე. მეშვიდე წრეზე კი ბრძოლას გამოიეთიშა პოდიუმის კიდევ
ლიდერთა შორის ამდენმა წაქცევამ ნაადრევად გადაწყვიტა რბოლის ბედი, რადგან წინ მარკესს, ლორენსოსა და იანონეს შორის დროში სხვაობა ძალიან დიდი იყო. საბოლოოდ, პირველი სამეული აღარ შეცვლილა: მარკესმა ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო, მას ორი წამით ჩამორჩა ლორენსო და ექვსი წამით - იანონე.
ამ გამარჯვების შემდეგ, მარკესმა 66 ქულა დააგროვა და 21 ქულით უსწრებს ლორენსოს. როსის 33 ქულა დარჩა და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"