"ზახსენრინგი" ესპანელის საყვარელი ტრასაა და მან აქ ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მიაღწია. "ჰონდას" პილოტი დომინირებდა გერმანულ უქმეებზე. შაბათს, დამაჯერებლად მოიპოვა პოული, გუშინ კი სტარტიდან ფინიშამდე არ დაუთმია ლიდერობა. მარკესისთვის ეს მეორე გამარჯვებაა წელს და ჯერ ისევ ბევრს აგებს ლიდერ ვალენტინო როსისთან - სხვაობა 65 ქულაა, მაგრამ თუ ფორმას დაიბრუნებს, ყველაფერი შესაძლებელია.
თავად როსიმ ჩვეულ სტილში წარმართა ეტაპი - სუსტად
შემდეგი ეტაპი თითქმის ერთი თვის შემდეგ, 9 აგვისტოს აშშ-ში გაიმართება.
გერმანიის გრან-პრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 41.01,087; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +2.226; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +5,608; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +9,928; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +20,785; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +23,215; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - +29,881; 8. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +34,953...
საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 179 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 166; 3. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 118; 4. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 114; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 87; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 87; 7. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 67; 8. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 66...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"