სეზონის ჩაგდებული პირველი ნაწილის შემდეგ, აშკარად შედის ფორმაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი. "ჰონდას" ლიდერმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და თანდათან იბრუნებს საჩემპიონო ამბიციებს, თუმცა ჯერ მაინც ბევრს აგებს ლიდერ ვალენტინო როსისთან.
მარკესი ინდიანაპოლისში უკვე ხუთი წელია დაუმარცხებელია. ჩემპიონმა ისევ წარუმატებელი სტარტი აიღო პოულიდან და წინ გაუშვა თანამემამულე
მარკესისა და ლორენსოს უკან, შესანიშნავი რბოლა ჩაატარა იტალიელმა ვალენტინო როსიმ. ჩემპიონატის ლიდერმა მხოლოდ მერვე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა. ლეგენდარულმა იტალიელმა, ჯერჯერობით, სეზონის ყველა რბოლა პოდიუმზე დაასრულა. გენერალურ კლასიფიკაციაში ის ცხრა ქულით უსწრებს თანაგუნდელ ლორენსოსა და 56 ქულით - მარკესს.
აშშ-ის გრან-პრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 41.55.371; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +0,688; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +5,966; 4. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +6,147; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +21,528; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +21,751; 7. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +30,378; 8. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - +31,607...
საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 195 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 186; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 139; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 129; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 97; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 94; 7. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 80; 8. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 74...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"