სიუზი ვოლფი ჩემპიონთა რბოლაზე

AutoSharing Option
"უილიამსის" ქალი პილოტი სიუზი ვოლფი მონაწილეობას მიიღებს "ჩემპიონთა რბოლაში", რომელიც 20-21 ნოემბერს, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ის დევიდ კულტჰარდთან ერთად შოტლანდიის ნაკრების ღირსებას დაიცავს ეროვნებათა თასის ჩათვლაში.

"გასულ წელს, ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე, ამიტომაც, მოხარული ვარ, ისევ მივიღო მონაწილეობა "ჩემპიონთა რბოლში". ეს ძალიან რთული ტურნირია, რომელშიც სწრაფად უნდა იპოვნოთ შესაძლებლობის ზღვარი სხვადასხვა ტიპის მანქანაზე, თავიდან აიცილოთ შეცდომები და ამასთან, გაეჯიბროთ მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელებს.

შესანიშნავი იყო, რომ გასულ წელს, ჩემი თანაგუნდელი გახლდათ დევიდ კულტჰარდი და ჩვენ ერთად ფინალამდე მივედით. წელს, ტრიბუნებიდან დამატებითი
მხარდაჭერა გვექნება და შევეცდებით ისევ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებში იქნება. მოუთმენლად ველოდები საჭესთან დაბრუნებას", - განაცხადა ბრიტანელმა პილოტმა.

უფრო ადრე, "ჩემპიონთა რბოლაში" მონაწილეობა დაადასტურეს - სებასტიან ფეტელმა, დევიდ კულტჰარდმა, დანიელ რიკარდომ, ნიკო ჰიულკენბერგმა, ფელიპე მასამ, ნელსონ პიკემ, ტომ კრისტენსენმა, პეტერ სოლბერგმა, მიკ დუენმა, ხორხე ლორენსომ და ჯეისონ პლეიტომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლამაზო
0

სიახლეები პოპულარული