მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში

AutoSharing Option
მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი ყველაზე დრამატული აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში. მუჯელოს ტრასაზე გამარჯვებისთვის ბრძოლას ბოლო სანტიმეტრებამდე ჰქონდა ინტრიგა.

ბოლო მოსახვევში "ჰონდას" პილოტმა მარკ მარკესმა გაუსწრო ჩემპიონატის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონს ხორხე ლორენსოს, მაგრამ საფინიშო სწორ მონაკვეთზე "იამაჰას" წევრმა შეძლო მარკესის უკან ჩამოტოვება და პირველ ადგილზე გასვლა.

სხვაობამ პირველ და მეორე ადგილს შორის 0.019 წამი (!) შეადგინა. ლორენსომ ზედიზედ მეორე და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

საშინაო ტრასაზე არ გაუმართლა პოულის მფლობელ ვალენტინო როსის. იტალიელს შეეძლო გამარჯვებისთვის
ბრძოლა, მაგრამ ეტაპის მსვლელობისას, მის "იამაჰაზე" ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი იძულებული გახდა ბოქსებში წასულიყო.

მეშვიდე ეტაპი - კატალონიის გრანპრი 5 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო 115
2. მარკ მარკესი 105
3. ვალენტინო როსი 78
4. დანი პედროსა 66
5. მავერიკ ვინალესი 59
6. ალეის ესპარგარო 49

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული