მართალია, "ჰონდას" პილოტმა შაბათს კვალიფიკაცია მოიგო, მაგრამ გუშინ საშინელი სტარტი აიღო და პირველ მეტრებზე მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მოგვიანებით კი მას ვალენტინო როსიმაც გაუსწრო. საბოლოოდ, მარკესმა დაიბრუნა ეს პოზიცია, მაგრამ უფრო ზემოთ ასვლა ვერ შეძლო.
ეტაპმა "იამაჰას" წევრების დომინირებით ჩაიარა. ესპანელმა ხორხე ლორენსომ მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი და ერთბაშად პირველზე გადაინაცვლა. მისმა თანაგუნდელმა როსიმ კი შესანიშნავი შეტევებით რამდენიმე
ლორენსოსთვის ეს იყო ზედიზედ მეორე მოგება და ახლა მან 15 ქულამდე შეამცირა სხვაობა გენერალურ კლაისიფიკაციაში როსისთან.
საფრანგეთის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 43.44,143; 2. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +3,820; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +12,380; 4. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +19,890; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +20,237; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +21,145; 7. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +35,493; 8. იონი ერნანდესი (კოლ, Ducati) - +39,601...
საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 102 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 87; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 83; 4. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 69; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 61; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 47; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 46; 8. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - 35...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"