დაკარი 2017: ლოები წინ გაიჭრა

AutoSharing Option
პარაგვაიდან აიღო სტარტი "დაკარი 2017"-მა და გუშინ იქ პირველი სრულფასოვანი ეტაპი გაიმართა.

წინა დღეს პროლოგი ნასერ ალ-ატიიამ მოიგო, მაგრამ მას გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა ჩამოართვა "პეჟოს" პილოტმა, ლეგენდარულმა რალისტმა სებასტიან ლოებმა.

პირველი სპეცმონაკვეთი ფრანგმა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, სამაგიეროდ, მეორე დღეს, 275 კილომეტრზე მან ალ-ატიიას წუთი და 23 წამი მოუგო. ეს მისი მეხუთე მოგებაა "დაკარზე". საერთო ჩათვლაში, ლოები ალ-ატიიას 28 წამს უგებს.

დამაჯერებლები იყვნენ მეორე დღეს სხვა ფავორიტები - კარლოს საინსი ("პეჟო") და ჟინიელ დე ვილიერსი ("ტოიოტა"). ისინი მესამე და მეოთხე ადგილებზე
არიან გენერალურ კლასიფიკაციაში და ლოებთან დაახლოებით ორ-ორ წუთს აგებენ.

ლეგენდარული სტეფან პეტერანსელი მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა: შარშანდელი "დაკარის" ტრიუმფატორი ლიდერს შვიდნახევარი წუთით ჩამორჩება.

მოტოციკლების კლასში ლიდერი გახდა ტობი პრაისი. "დაკარის" მოქმედი ჩემპიონი უახლოეს მდევარს ორ წუთსა და 54 წამს უგებს. კვადროციკლების კლასში პირველ პოზიციაზე გადავიდა არგენტინელი პაბლო კოპეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული