სერბეთი დომინირებს

AutoSharing Option
კვირას დასრულდა ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი ქალებს შორის. ისტორიაში პირველად კონტინენტის ჩემპიონი სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც გერმანიის წინააღმდეგ წაგებული მატჩი გადაარჩინა .

სერბები სეტებს შორის 1:2-ს აგებნენ, მეოთხე პარტიაში კი 0:6 იყვნენ ჩამორჩენილნი, მაგრამ მაინც მოახერხეს ტიტულის მოპოვება - 3:2 (16:25, 25:20, 19:25, 25:20, 15:9). ფინალი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა.

მანამდე ჩატარდა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელიც ასევე ხუთსეტიანი გამოდგა და თურქეთმა იტალია დაამარაცხა - 3:2 (25:21, 15:25, 25:27, 25:19, 15:10). აღსანიშნავია, რომ თურქეთმა მეოთხედფინალში გამოთიშეს ბრძოლას წინა ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები.

ასე რომ, ევროპაში სერბული ფრენბურთის ეპოქა დადგა. დაახლოებით ერთი თვის წინ მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ასევე სერბეთის ნაკრებმა გაიმარჯვა - მან ფინალში 3:1 მოუგო იტალიის ნაკრებს.

სერბეთის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებმა ამ გამარჯვებებით ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული