არცერთი დღე უსენსაციოდ

AutoSharing Option
პლაჟბურთელთა ტურნირში დღე არ გავა, რომ სენსაცია არ დაფიქსირდეს. თუ ვაჟთა ოთხეულში ვერ გააღწიეს ამერიკელებმა, რომლებიც ნებისმიერი შეჯიბრების უმთავრესი ფავორიტები არიან, ქალთა შორის ოქროს მედლების მოპოვებისთვის ბრაზილიელები ვეღარ იბრძოლებენ.

ტურნირის უმთავრესი ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელი წყვილი ლარისა-ჯულიანა მეოთხე ნომრად განთესილ ამერიკელ დუეტ კისი-როსისთან დამარცხდა სამ სეტში - 21:15, 19:21, 12:15.

ფინალი ქალთა შეჯიბრებაში ამერიკული გამოვა.

პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულებმა, მესამე ნომრად განთესილმა ამერიკელმა წყვილმა მეი-ველშმა ორ სეტში, უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა მეორე ნომრად განთესილი ჩინელი დუეტი ჭანკ ჰი-ჰუე - 22:20, 22:20.

"უდიდეს შვებას, სიმშვიდესა და სიხარულს ვგრძნობ. ამაყი ვარ ჩემი მეწყვილით. მართალია, საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინეთ, მაგრამ მაინც ჭკვიანურად ვითამაშეთ, შემართება ნამდვილად არ გვაკლდა. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც გამოცდილების ხარჯზე მოვუგეთ. ხუმრობა ხომ არ არის, მე და მისტი 11 წელიწადია, ერთად ვთამაშობთ.

ახლა მხოლოდ ფინალურ მატჩზე ვფიქრობ. ვცდილობ, გავარკვიო, რა უნდა გამოვასწოროთ თამაშში, რომ წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი გავიმეოროთ" - თქვა ნამატჩევს კერი ველშმა.

ვაჟთა ტურნირის ნახევარფინალში ფავორიტებმა, პირველ ნომრად განთესილმა ბრაზილიელებმა ემანუელ რეგომ და ალისონ ჩერუტიმ ორ სეტში დაამარცხეს მე-17 ნომრად განთესილი ლატვიელები მარტინს პლავნისი და იანის სმენდისი - 21:15, 22:20.

კაცები

1/2-ფინალი
ა. ჩერუტი/ე. რეგო (ბრა)-მ. პლავინსი/ი. სმედინსი (ლატ) 21:15, 22:20;
ი. ბრინკი/ი. რეკერმანი (გერ)-რ. ნუმერდორი/რ. შუილი (ჰოლ)

ქალები
1/2-ფინალი
მ. მეი-ტრინორი/კ. უოლშ ჯენინგსი (აშშ)-ს. სუე/ს. ჟანგი (ჩინ) 22:20, 22:20;
ლ. ფრანსა/ხ. სილვა (ბრა)-ა. როსი/ი. კესი (აშშ) 21:15, 19:21, 12:15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული