ბრაზილიის, იტალიისა და რუსეთის ნაკრებებმა ეს ბარიერი იოლად გადალახეს.
უცნაური იყო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონის - ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სუსტი თამაში.
იტალიის ნაკრებს მათ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწიეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ - 26:28.
მომდევნო ორი სეტი იდენტური ანგარიშით დასრულდა - 25:20. ორივეში გამარჯვება "სკუადრა აძურას" დარჩა.
კიდევ უფრო იოლად დაამარცხა პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა და წლევანდელი შეჯიბრების უმთავრესმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინელთა ეროვნული გუნდი - 3:0 (25:19, 25:17,
რუსეთის ნაკრებმა, რომელიც ოთხი წლის წინ ჩინეთში მეოთხე იყო, პოლონეთის ნაკრებს გაუსწორდა იოლად - 3:0 (25:17, 25:23, 25:21). პოლონელებისგან, რომელთაც წლეულს მსოფლიოს თასის გათამაშება მოიგეს, სპეციალისტები ბევრად უკეთეს თამაშს და, ცხადია, შედეგსაც შესატყვისს ელოდნენ.
თუმცა დასავლეთსლავებმა აღმოსავლეთელებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე სეტში გაუწიეს, რომელიც ორი ქულით დათმეს.
კაცები. 1/4-ფინალი
არგენტინა-ბრაზილია 0-3 (19:25, 17:25, 20:25)
აშშ-იტალია 0-3 (26:28, 20:25, 20:25)
პოლონეთი-რუსეთი 0-3 (17:25, 23:25, 21:25)
ბულგარეთი-გერმანია 3-0 (25:20, 25:16, 25:14)
1/2-ფინალი
10 აგვისტო
ბრაზილია-იტალია
რუსეთი-ბულგარეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"