ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანსა და მოლდოვას აჯობეს, ნახევარფინალში ბულგარეთის ნაკრები 13-ბურთიანი უპირატესობით, 32:19 დაამარცხეს, ხოლო კვიპროსელებს ფინალურ, დაძაბულ შეხვედრაში 32:18 სძლიეს.
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დაასახელეს, რომლის ანგარიშზეც 12 გოლი იყო. საქართველოს ნაკრების გარდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსისა და მესამეადგილოსან ბულგარეთის ნაკრებებიც ჩაერთვებიან.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს რუმინელი სანდუ ფლორიან იაკობი წვრთნის, რომელსაც შოთა თევზაძე და ბექარ ორჯონიკიძე ეხმარებიან.
მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიხედვით
ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრად გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]